კახეთს სეტყვა დაატყდა თავს. არსებული ინფორმაციით,
სეტყვის შედეგად ყვარლის რაიონის სოფლები გრემი,
ალმატი, ენისელი და შაქრიანი დაზარალდა. სეტყვა 8 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია
ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანდა სახნავ–სათესი სავარგულები.
სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ადგილობრივი ხელისუფლება ითვლის.
internet.ge