„ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით სავსე მიკროავტობუსს ხობის
რაიონში ქვა ესროლეს.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად
ზუგდიდში ჩასული აბაშის მოსახლეობა სახლში
ბრუნდებოდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნასვამი პიროვნება ავტომანქანას წინ
გადაუდგა, თუმცა მძღოლმა მათთვის თავის არიდება შეძლო. მას შემდეგ რაც
ავტომანქანამ სვლა შეანელა აღნიშნულმა პირმა მიკროავტობუსს ქვა ესროლა. მანქანიდან
გადმოსულ მძღოლს კი ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს.
საპატრულო პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე სამი პირიდან ორი ადგილზე
დააკავა. მესამე კი მცირეხნიანი დევნის შემდეგ აიყვანეს.
დაკავებულების თქმით, ისინი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები
არიან. მათი გაღიზიანება კი ავტომობილზე მიკრულმა „ნაციონალური მოძრაობის“
პლაკატებმა გამოიწვია.
Internet.ge