გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ლაზიკას მშენებლობა ქვეყანას ეკოლოგიურ პრობლემებს არ შეუქმნის, თუ ყველაფერი სწორად და კარგად იქნება დაგეგმილი.
როგორც
დღეს, მთავრობის სხდომაზე ხაჩიძემ განაცხადა, საწყის ეტაპზე, მოხდება ჭაობის ამოშრობა, დეტალურად შეისწავლება ნიადაგი და მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების შემდგე დაიწყება მშენებლობა.
მინისტრის
თქმით, ნიადაგის დეტალურად შესწავლის შემდეგ გამოიკვეთება, ტერიტორიაზე რა სიღრმის საძირკველი უნდა ჩაიყაროს.
Internet.ge