ჩინეთში, ქარხანაში,
სადაც iPhone-ს აწყობენ, 2 ათასი მუშა ხელჩართული ბრძოლის
მონაწილე გახდა.
ჩხუბი კვირას საღამოს დაიწყო და მისი აღკვეთა მხოლოდ დღეს დილით გახდა
შესაძლებელი, როცა საქმეში 5 ათასი პოლიციელი ჩაერთო.
სხვადასხვა ინფორმაციით, დაჭრილია მინიმუმ 40 მუშა, დაღუპულთა შესახებ ცნობები არ
ვრცელდება.
კონფლიქტის მიზეზს ახლა ადგენენ.
„ფრანს-პრესი“ კი იუწყება, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის თანამშრომელმა
ერთ-ერთ მუშას დაარტყა.
ქარხანაში სულ 79 ათასი ადამიანი მუშაობს.
internet.ge