GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება
10:19 25.09.2012
დღის სიახლეები

საია ეხმაურება ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს და მიუთითებს, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები, აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით.

საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა.

საიას განცხადებით, ადმინისტრაციული პატიმრობის არსებული ფორმით მოქმედება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა გარანტიას. ამასთან, როგორც გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, ისე ამ მიმართულებით სასამართლოების მიერ განვითარებული არაჯანსაღი პრაქტიკა, ადმინისტრაციული პატიმრობის მექანიზმს  სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებულ შეუზღუდავ ძალაუფლებად აქცევს.

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, სასამართლოების მიერ არჩეული ფორმალური  და პასიური როლი ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეების განხილვაში. საქმეთა იმ ნაწილში, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირის ინტერესებს საიას წარმომადგენელი იცავდა, დამატებით დაფიქსირდა სასამართლოების მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევები, რამაც დაცვის უფლების უხეში დარღვევა გამოიწვია. საია დაცვის უფლებას ახორციელებდა დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და კახაბერ ჟორჟოლიანის საქმეებზე. არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეო ფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე.

არსებული ვითარებისა და იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ადმინისტრაციული პატიმრობის პოლიტიკური მოტივაციით გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას უარი თქვან ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მყოფი მექანიზმის გამოყენებაზე. ამასთან, საია განსაკუთრებულად მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას და მოუწოდებს მას, არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე.  

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ელოდება1
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
პატარკაციშვილის ოჯახმა „იმედი“ 3 ლარად დაიბრუნა4
გიორგი ტუღუშმა სოზარ სუბარს სისტემაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X