სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს
11:08 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, "2012 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს ყველა საკანში განთავსებული პატიმარი. პატიმართა გადმოცემით, დაწესებულებაში ამჟამად სიმშვიდეა და მათ მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ან რაიმე სახის ზეწოლას და შეურაცხყოფას, თუნდაც სიტყვიერს, ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულები ითხოვენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას. აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია დგას ბათუმის N3 დაწესებულებაში, რაზეც სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა თავის ანგარიშებში. მსჯავრდებულებმა ასევე აცნობეს სახალხო დამცველისა და საია–ს წარმომადგენლებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს რიგგარეშე პაემნები. მონიტორინგის მომენტისთვის არც-ერთი მსჯავრდებული არ იყო განთავსებული სამარტოო საკანში. ასევე აღსანიშნავია, რომ საკარანტინე საკანში შეტანილია ახალი ლეიბები.
2012 წლის 20 სექტემბერს 11 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 23 სექტემბრამდე. პატიმრების განცხადებით, მათ მითითებული პროტესტის ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს წამების მსხვერპლ მსჯავრდებულებს", - ნათქვამია განცხადებასი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|