GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე: მთავარი პრიორიტეტია – ქართველი გლეხი წელში გამართული იყოს
17:55 12.04.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, მთავარი პრიორიტეტია –  სოფლის მეურნეობის დახმარება, იმისათვის რომ ქართული სოფელი ფეხზე დადგეს და ქართველი გლეხი წელში გამართული იყოს.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული  პროექტები გააცნო.

სოფელში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით, იანეთელებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, აღნიშნულ პროექტზე 43 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე, სოფელში  შიდა  გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს იანეთის სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა, დავით ბაქრაძე მათ დაჰპირდა, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები გარემონტებულ სკოლაში  სწავლას გააგრძელებენ.

ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე  ქალაქ სამტრედიის მოსახლეობასაც შეხვდა და  სადაზღვევო და საპენსიო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა.

მოსახლეობამ პრობლემად სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობა და სადაზღვევო კომპანიებთან რთული ურთიერთობა დაასახელა.  

დავით ბაქრაძემ მათ განუმარტა, რომ ყველა რეგიონში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას  ადგილობრივი მედიაციის სამსახური გაამარტივებს.  

პარლამენტის თავმჯდომარემ  მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს დაზღვეული და მათ მკურნალობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია - ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს ყველა რაიონში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვედრაზე, საკუთრებაში ძველი შენობის გადმოცემის თხოვნით მიმართეს, რაზეც დავით ბაქრაძემ დახმარება აღუთქვა.

დავით ბაქრაძე სამტრედიაში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის პროცესითა  და   გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა. 

 internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახა ბაინდურაშვილმა 10 კომპანია დააჯილდოვა1
გიორგი ტუღუშს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს2
“ქართული ოცნების“ აქციისათვის სცენისა და მონიტორების მონტაჟი დასრულებულია3
„ქართული ოცნების“ წევრებმა ერთი ქილა თაფლი მოიპარეს4
ბაქრაძე: ლავროვს აღიზიანებს ის, რომ საქართველოს გამო, რუსეთს თავის მართლება უწევს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X