ზურაბ ჭიაბერაშვილმა კავკასიის რეგიონში ერთადერთი PET-CT ტომოგრაფის კაბინეტი გახსნა
შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია და კავკასიის რეგიონში ერთადერთი
PET/CT დიაგნოსტიკური
აპარატის კაბინეტი გახსნა. PET-CT სისტემის დანერგვით კლინიკაში ონკოლოგიური მომსახურების სრული პაკეტი ამოქმედდება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკას, მკურნალობას და მკურნალობის შედეგების შეფასებას.
აპარატურის
შესაძლებლობების
გაცნობის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალს გაესაუბრა. მინისტრის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, გაიზარდოს ხელმისაწვდომობა
თანამედროვე
სამედიცინო
მომსახურებებზე,
რაც თავისთავად ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
PET-CT სისტემა წარმოადგენს ფუნცქიონალური დიაგნოსტიკის ექსკლუზიურ მეთოდს, რომელიც სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ყოველივე ეს ძალიან
მნიშვნელოვანია
მკურნალობის
სწორი ტაქტიკის განსაზღვრისათვის
და ზრდის დაავადებისგან განკურნების მაჩვენებელს. საქართველო ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში,
სადაც აღნიშნული აპარატი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ PET-CT სკანერი იშვიათობას წარმოადგენს ევროპის წამყვან კლინიკებშიც.
მაღალი
სამეციდინო
ტექნოლოგიების
ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, ამჟამად კლინიკაში დასაქმებულია
480 ადამიანი.
კლინიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
internet.ge