ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნებას და "მაესტროზე" მუშაობას სთავაზობს.
ამის შესახებ ღლონტმა განცხადება "მაესტროს" დამფუძნებლების სახელით, სოციალურ ქსელში გააკეთა.
"ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას: იმ შემთხვევაში, თუ ინგა გრიგოლია წამოვა პოლიტიკიდან, "მაესტრო" მას სთავაზობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას სწორედ ჩვენს არხზე. "მაესტროს" დამფუძნებლების სახელით მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი." -
წერს ღლონტი
Facebook- ის საკუთარ
გვერდზე.
internet.ge