საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატმა, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მალგოჟატა გოშიევკსამ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი
ინფორმაციით, არჩევნების ყველა
ეტაპს, მისიის 16 წევრი დააკვირდება, ორი თვის შემდეგ კი, ანგარიშს
გამოაქვეყნებენ.
„საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, პოლონეთის სეიმმა
მიიღო გადაწყვეტილება, სეიმის
სადამკვირვებლო მისიის დაფუძნების შესახებ. მისია კი, მთლიანად სეიმის მიერ დაფინანსედება“, - განაცხადა მალგოჟატა გოშიევკსამ.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისინი შემაჯამებელ პრესკონფერენციას 2 ოქტომბერს
გამართავენ.
internet.ge