ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის
მონაწილეები, ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის
განცხადებით, ცეკოს სურს არჩევნების გაყალბებას შეუწყოს ხელი. ღლონტი მიმართავს
საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ
გადაწყვეტილებაზე.
შეგახსენებთ,
რომ არჩევნების დღეს უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში
სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.
internet.ge