სტუდენტებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს
17:19 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა უჩა კანდელაკმა განაცხადა, მოშიმშილეები უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ.
"საჭირო გახდა ჩვენგან უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. ვუერთდებით აქციებს და ახალგაზრდულ მოძრაობებს", - განაცხადა უჩა კანდელაკმა.
ახალგაზრდებთან ერთად შიმშილობა შეწყვიტა მწერალმა ირაკლი ლომოურმაც, რომელიც იუსტიციის სახლთან 22 სექტემბრიდან შიმშილობდა.
იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|