26-28 სექტემბერს თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება
17:22 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის სავაჭრო საბჭოს (Swdish Trade Council) ეგიდით, მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ფორუმში შვედური მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი შვედური ფირმები Ericsson, ABB, Elekta, HAGS, SSAB, Swedbank, Xylem, TeliaSonera.
სამინისტროს ცნობით, ამავე პერიოდში თბილისს ეწვევა შვედეთის საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მდივანი გუნარ ოომი (Gunnar Oom).
„ვიზიტი და ბიზნეს ფორუმი საქართველოსა და შვედეთს შორის პირდაპირი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და შვედური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე“,– აცხადებენ საგარეო უწყებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|