გოგა ხაინდრავა ამ წუთებში ვაკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც მოწმის სტატუსით იკითხება.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციის შენობასთან იმყოფებიან ჯაბა ჯიშკარიანი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.
ხატიაშვილის განცხადებით, დღეს ისინი კიევში უნდა წასულიყვნენ, სადაც ხაინდრავას ფილმის ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ვარდების რევოლუციის ამბებს ეხება. ადვოკატის შეფასებით, მისი დაკითხვაზე დაბარება, იმითაა გამოწვეული, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლა მომხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეომასალების მიხედვით კანონიერ ქურდებთან კავშირი გოგა ხაინდრავას ჰქონდა. ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ ხაინდრავა სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდ რამაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
internet.ge