სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მტკიცებით, ბანკ –
„ქართუსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირება, აუცილებლად იქნება.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ტუღუშმა განაცხადა, მას რამდენიმე დღის
წინ, ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა
ჰქონდა, გარკვეული ბროშურა მიიღო და მან „ქართუსთან“ დაკავშირებული პროცესების შესწავლა უკვე დაიწყო.
„ბანკის საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებით, პირებს მოვუსმინე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, დარღვევებზე მიუთითებენ. გპირდებით, რომ ჩვენი მხრიდან, ამას სრული რეაგირება მოჰყვება და სახალხო დამცველი, საკუთარ ხედვას წარმოადგენს“,– დასძინა მან.
Internet.ge