კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა
ივანიშვილის განცხადებით, "ის პირები, რომლებიც მის ესკორტს გადაუდგნენ, არჩევნებზე
არ მივლენ".
ივანიშვილი ლაგოდეხში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ საქართველოს პრეზიდენტს კახეთში მოკავშირეები და მხარდამჭერები არ ყავს.
„ასეთი რამეები ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა
მოვეფეროთ, რომ მიხვდნენ, რას აკეთებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ლაგოდეხში
"ქართული
ოცნების"
ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს ადგილობრივებმა გზა გადაუღობეს და გადაადგილების
საშუალებას არ აძლევდნენ.
"ქართული ოცნების” მომხრეები ივანიშვილის მანქანას გარს შემოერტყნენ და ასე
მოახერხეს
ლაგოდეხში
შესვლა.
internet.ge