“ნაციონალური
მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთამანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინცინდენტი სიღნაღში მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთაად გამოჩნდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი,
აქტივისტები ერთმანეთს ხელკეტებით
გაუსწორდნენ. არიან დაშავებულებიც.
მათ შორისაა ”info.9.com.ge”- ის კორესპოდენტი ნათია მირიანიშვილი. რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის, ადგილზე პოლიცია იმყოფება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, ივანიშვილს სიღნაღი არ
დაუტოვებია.
Internet.ge