კანონიერი ქურდის გასათავისუფლებლად სანიკიძემ ხაბურძანიასთან შუამავლად მარგიანი გააგზავნა (VIDEO)
შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე, შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება.
ჩანაწერებში სანიკიძე ხაბურძანიას სთხოვს რუსეთის ერთ-ერთი ციხიდან კანონიერი ქურდის გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ანაზღაურებას ჰპირდება.
ჩანაწერში სანიკიძე ახსენებს ვინმე ქუთაისელ "კარგ ბიჭ" მარგიანს, რომელსაც ხაბურძანიასთან დააკავშირებს და როგორც ქვეტექსტში იკითხება, თანხაზეც სწორედ ისინი შეთანხმდებიან. სანიკიძე-ხაბურძანია საპაროლო ტექსტებზეც თანხმდებიან, რომლითაც ერთმანეთს საქმის დადებითად გადაწყვეტა უნდა აცნობონ.
შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროის უკანასკნელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსკოვში გადასახლდა.
internet.ge