ვრცელდება
ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობი სერიოზულადაა ავად და ღვიძლის გადანერგვა
ესაჭიროება.
ის ცოტა ხნის
წინ თურქეთში იმყოფებოდა, როგორც დევნილთა საქმეებში გაეროს უმაღლესი კომისარის
სპეცწარმომადგენელი. მედიაში გავრცელებული ცნობით, ის საიდუმლოდ შეხვდა ცნობილ
ქირურგს იამან ტოკატოს. მსახიობს ც
ჰეპატიტი აღენიშნება და სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.
ქირურგთან
შეხვედრა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ანკარაში ერთ-ერთ სასტუმროში შედგა. ამ
ცნობის თანახმად, ჯოლიმ ტოკატოს თავისი მდგომარეობის დოსიე გადასცა და უთხრა, -
„ამბობენ, რომ მოვკვდები, თუ ღვიძლის გადანერგვას არ გავიკეთებ. როგორ შემიძლია
ვუშველო თავს?“, რაზეც მან სასწრაფოდ გადანერგვის ოპერაციის გაკეთების
რეკომენდაცია მიიღო.
Internet.ge