დღეს,
ქუთაისში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის
ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დაესწრება.
როგორც ცნობილია, აეროპორტიდან პირველივე
რეისს ავიაკომპანია „ვიზეარი“ კიევის მიმართულებით შეასრულებს. „ბელავია“ კი,
ფრენებს 28 ოქტომბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
აეროპორტის გახსნას საქართველოში ვიზიტად მყოფი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც
დაესწრება.
internet.ge