პარლამენტის თავჯდომარე
დავით ბაქრაძე და ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ქუთაისში შეხვედრებს გამართავენ.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"–ს
პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კერვალიშვილი უნგრეთის პრემიერ–მინისტრს, ვიქტორ
ორბანს საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში მეგზურობას გაუწევს.
რაც შეეხება სპიკერს,
დავით ბაქრაძე ვიქტორ ორბანს ქუთაისში, საქართველოს
მთავრობის სახლში შეხვდება.
"ინტერნეტ.ჯი"–ს
ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ 2 ოქტომბერს ქუთაისის
პარლამენტის ახალ შენობაში საქმიანობას შეუდგებიან.
Internet.ge