გოგა ხაინდრავამ "ამომრჩეველთა ლიგის" ოფისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკუთარი ღირსებისა და პატივის დაცვას ფრანგულ სასამართლოში გეგმავს.
ხაინრავას თქმით, ფრანგულ სასამართლოს არჩევნების შემდგომ მიმართავს. მანამდე კი იგი უკვე შეხვდა საფრანგეთის ელჩის მოადგილე მიშელ ბარას, რომელსაც საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრა სთხოვა.
როგორც დღეს ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ ადგილი აქვს ტერორს, ფალსიფიკაციასა და ცილისწამებას, რასაც ახალ ფილმს - "დემოკრატიის შუქურას" უკავშირებს.
internet.ge