აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მზრუნველობა მოკლებულ, უნარშეზღუდულ და დევნილ ბავშვებს 15 აპრილს უმასპინძლებს.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს
პარლამენტის
პრესსამსახურიდან
აცნობეს, საზეიმო მიღება საქართველოს პარლამენტში,
13:00 საათზე
დაიწყება.
მათი ინფორმაციით, ბავშვებისთვის კონცერტს - მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები ჩაატარებენ.
ამასთან, დავით ბაქრაძე ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
internet.ge