საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, Twitter-ზე ყალბი გვერდია
გახსნილი.
აღნიშნულ
ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ
გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გვსურს გაცნობოთ, რომ Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის სახელით გახსნილი გვერდი - @WorldOfMisha არის ყალბი და გთხოვთ იხილოთ პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალური გვერდი @SaakashviliM“,- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge