ხუხაშვილი: ობობას ქსელს აკეთებენ შიგნით და ჩემს გარდა დამბალანსებელი არავინაა (VIDEO)
ერთ-ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც ივანიშვილის პირადმა მცველმა
გაავრცელა, გია ხუხაშვილი რამაზ საყვარელიძესა და „რესპუბლიკური
პარტიის“ შესახებ საუბრობს.
ხუხაშვილის განცხადებით, საყვარელიძე ბოლო დროს უცნაურად იქცევა და
ამიტომ მას თავიდან იშორებენ. „ვიშორებთ ახლა თავიდან. უცნაურ რაღაცეებს
ლაპარაკობს. არც მწვადი უნდა დაწვას“,- აცხადებს ხუხაშვილი.
ჩანაწერებში ხუხაშვილი ასევე „რესპუბლიკურ პარტიაზეც“ საუბრობს. მისი
თქმით, იდეოლოგიური დაპირისპირება არსებობს.
„ულტიმატუმი წაუყენეს ან ეგო და ან პარტია, ჩემზე უთხრეს. ამან უთხრა
პრობლემაა არ არის წადითო, სად არიან წამსვლელები. ობობას ქსელს აკეთებენ შიგნით და ჩემს გარდა
დამბალანსებელი არავინ არ არის. იდეოლოგიური დაპირისპირება არის, ამათი იდეოლოგია
ცალკე პრობლემაა, მაგრამ ახლა ჩაჩუმებულები არიან. დურაკები იმიტომ არიან, რომ ვერ
ხვდებიან, რომ ჩემი და ამის გახლეჩვა არის შეუძლებელი. მე რომ შეცდომა დავუშვა
პრობლემა არ იქნება“,- აცხადებს ხუხაშვილი.
internet.ge