ირაკლი ღარიბაშვილი: ხიდაშელმა არც საგარეო პოლიტიკა იცის და არც პიარი, მაგისთვის საქმის ჩაბარება შეცდომა იყო (VIDEO)
ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის ბესო სურმავას მიერ გამოქვეყნებიული
ფარული ჩანაწერის ერთ-ერთ ეპიზოდში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი
ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს.
ღარიბაშვილის თქმით, ხიდაშელი პარტიაში ინტრიგებს ხლართავს.
"კარგად იყოს
ყველაფერი და მაგას პირში ვეტყვი ყველაფერს“,- აცხადებს ღარიბაშვილი ვინმე
„გიოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ხიდაშელისთვის საგარეო ურთიერთობების ჩაბარება შეცდომა
იყო.
„მაგის აქ მოთრევა შეცდომა იყო...“,- აცხადებს კოალიციის წევრი.
აუდიოჩანაწერში საუბარია ვინმე „პოლიზეც“.
ღარიბაშვილი „გიოს“ ტელეფონში ეუბნება, რომ ხიდაშელთან მიმოწერა
იმეილის მეშვეობით ქონდა.
როგორც ღარიბაშვილის საუბრიდან ირკვევა, კოალიციის წევრი არ
გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული საუბარი ხიდაშელის ყურამდეც მივიდეს.
ბიძინა ივანიშვილის პირადმა
მცველმა ქართულ ტელევიზიებს ფარული ჩანაწერები რამდენიმე წუთის წინ
მიაწოდა.
ბესო სურმავას განცხადებით, ის ამ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილის
დავალებით აკეთებდა.
Internet.ge