კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის, ვაკო ავალიანის
თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის
მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე, სადაც ალასანია ივანიშვილს შეურაცხყოფას
აყენებს, კოალიციის წევრი კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც აუდიომასალას
მოისმენს.
„არ მოგვისმენია ეს ჩანაწერი, მოვისმენთ, შევისწავლით და თუ ბატონი
ირაკლი საჭიროდ ჩათვლის განცხადებასაც გააკეთებს“,- განაცხადა ავალიანმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან
საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ გავრცელებულ აუდიომასალაში
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია უცნობ პირთან ბიძინა
ივანიშვილის შესახებ საუბრობს.
ირაკლი ალასანია ივანიშვილს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს და
საწყალს უწოდებს.
internet.ge