საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბათუმში „ადიდასის“ ახალი ფაბრიკა დაათვალიერა, სადაც 350-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
მიხეილ
სააკაშვილი ფაბრიკაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად
იმყოფებოდა.
„ჩემს
ბავშობაში ეს იყო ოცნების მწვერვალი, ახლა კი, ადიდასს უშვებენ საქართველოში.
ახალი ფაბრიკების გახსნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ხალხს
ხელფასები მოვუმატოთ. საწარმოების გახსნა კი უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge