ვიქტორ ორბანმა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაათვალიერა
19:10 27.09.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე და საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს.
დღესვე ვიქტორ ორბანმა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაათვალიერა. შენობაში მეგზურობა მას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა გაუწია.
სტუმარმა პლენარული დარბაზი მოინახულა და საუბრისას პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა ახალი შენობის მიმართ. რუსუდან კერვალიშვილის განმარტებით, ვიქტორ ორბანი მიესალმება ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ქცევის იდეას.
მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ახალი შენობის დათვალიერებისას კიდევ ერთხელ დაადასტურა კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|