დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი სარფში იმყოფებოდა, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარს ესტუმრა.
მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი ეკლესია დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.
"აქედან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობა და არ შეიძლებოდა ამისთვის ჩვენ არ მიგვეძღვნა ეს ტაძარი. დღეს ძალიან ბევრი ოფიციალური შემხვედრა მქონდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი დასასრული დღევანდელი დღის ეს არის, რადგან ერთად ვხსნით ამ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ტაძარს და ჩვენ შეგვიძლია ერთად აღვავლინოთ ლოცვა და დავანთოთ სანთლები", - განაცხადა სააკაშვილმა.