GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება
22:27 27.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის - გამგეობის თავმჯდომარის - ემზარ პაქსაძის, საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის, საქართვლოს მედია-კლუბი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. 

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის N42/2012 დადგენილების ნაწილობრივ არარად აღიარება და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო დადგენილებით  დაწესდა დამატებითი რეგულაციები საქართველოს ორგანული კანონის ”საქრთველოს საარჩევნო კოდექსის” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნორმით პირდაპირაა განსაზღვრული ფოტო/ვიდეო გადაღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე და გადაღების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ  დაუსაბუთებლად შეიზღუდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი ის უფლებები, რომლითაც დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

მოპასუხემ  განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილებით განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რითაც არ იზღუდება ფოტო/ვიდეო გადაღება კენჭისყრის დღეს.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს,  რადგან გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამასთან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო დადგენილებით განესაზღვრა საარჩევნო პროცედურის  ხელის შეშლის გარეშე ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოების წესი.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, გადაწყვეტილების გამოტანიდან  2 დღის ვადაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა1
გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს2
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა3
ვახტანგ ხმალაძე: თავისუფალი კონკურენციის სააგენტო შეიქმნება4
შსს-ს ორი თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X