კალიფორნიაში სკანდალური ანტიისლამური ფილმის ავტორი დააკავეს.
ლოს-ანჟელესის პროკურატურის განცხადებით, ისლამის უმანკოების რეჟისორი ნიკოლა
ბასელი ვადამდელი გათავისუფლების პირობის
დარღვევით აიყვანეს.
პროკურატურის განცხადებით, რეჟისორი ფინანსური მაქინაციებისთვის 2011
წელს გაასამართლეს და იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე
ინტერნეტს არ გამოიყენებდა.
სამარათალდამცავები ამბობენ, რომ რეჟისორმა პირობა არ შეასრულა და ამას
ისიც დაერთო, რომ სკანდალური ფილმის ინტერნეტით გავრცელების შემდეგ იგი მიმალვაში იყო.
შეგახსენბეთ, რომ 14 წუთიანმა ანტიისლამურმა ფილმმა, ისლამურ
ქვეყნებში პროტეტსტი გამოიწვია. ლიბიაში კი ამერიკის საკონსულოზე თავდასხმას ოთხი
ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ამერიკის ელჩიც.
internet.ge