19 ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალში მომხდარ ავიაკატასტროფას. ოფიციალური პირების განცხადებით, ავარია
ევერესტის რეგიონში მოხდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი დაუდგენელია . ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმფრინავი მდინარის
სანაპიროზე დაეშვა და იქ აფეთქდა. თვითმხლველების
განცხადებით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა.
პოლიციის
წარმომადგენლის თქმით, „პილოტი ცდილობდა უსაფრთხოდ დაშვებულიყო მდინარის
სანაპიროზე, მაგრამ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი მაინც აფეთქდა.“
გარდაცვლილ მგზავრთა
შორის შვიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, დანარჩენი კი ნეპალის.
Internet.ge