კუსიანისა და სანდრო ბრეგაძის თქმით, კალაძის ქურდებთან შეხვედრა შემთხვევითი არ იყო (VIDEO)
დღეს, ახალი ფარული აუდიო ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც რომან
კუსიანი და სანდრო ბრეგაძე, კახი კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ საუბრობენ.
ჩანაწერებში კუსიანი და ბრეგაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით
გასულ კადრებზე საუბრობენ, სადაც ქურდებთან შეხვედრა იყო ასახული.
„პირდაპირი დარტყმაა და ეს არ არის შემთხვევითი. იქ ერთ-ერთს რაღაც შეემთხვა ადრე და ყურებით
ყავდათ დაჭერილი, მაგრამ მე არ ვბაზრობდი ამას. ეს ამბავი მე რაც ვიცი არავინ
იცის, ახლობლობის გარდა“,- ნათქვამია ჩანაწერებში.
Internet.ge