კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“
წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერებს სისულელეს უწოდებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს მელაშვილმა
განუცხადა, ის ამ წუთებში, ტრეინინგზე იმყოფება და მას გავრცელებული
აუდიოჩანაწერები არ მოუსმენია.
„მითხრეს, რომ რაღაც სისულელეები
გაუვრცელებიათ. ჩანაწერები არ მომისმენია. კომენტარს კი, საღამოს გავაკეთებ“, –
განაცხადა მელაშვილმა.
შეგახსენეთ,
დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული ჩანაწერების მორიგი სერია გაქვრცელდა.
ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, ბესო სურმავა, youtube-ზე კუსიანისა და სანდრო ბრეგაძის საუბარს ავრცელებს, კახი კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ. ასევე ვრცელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და ზურა ბიგვავას საუბარი კოალიციის პრესმდივნის, მაია ფანჯიკიძის შესახებ, ირაკლი მელაშვილისა და გუბაზ სანიკიძის საუბარი კოალიციის შესახებ და ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილისა და გია ხუხაშვილის საუბარი "მე-9 არხის" კონტროლის შესახებ.
Internet.ge