ბავშვმა
მოახერხა აეღო გასაღები, გასულიყო ქუჩაში, ჩამჯდარიყო მანქანაში, დაექოქა და
თითქმის 500 მეტრ მანძილზე სამი მოსახვევი გაევლო.
ბოლოს
სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, თუმცა ავარია უმნიშვნელო აღმოჩნდა.
შემთხვევა შვედეთში მოხდა.
პოლიციამ
ბავშვი მეზობელს სახლში გაატანა, ახლადგამოღვიძებული დედისთვის ამბავი
შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
მისი თქმით,
პატარა არასდროს ჩაუსვამს კალთაშიც კი საჭესთან.
პოლიცია
მომხდართან დაკავშირებით არ აპირებს საქმის აღძვრას. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს,
რომ 4 წლის გამტაცებლის ისტორია მათთვის
უპრეცენდენტო იყო.
Internet.ge