“ლიბერთი ბანკის" ცენტრალურ ოფისში
გაჩენილი ხანძრის
შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაცით, ერთს შუშის
ნამსხვრევები დაეცა, ხოლო მეორეს კვამლის გამო ინტოქსიკაცია განუვითარდა.
ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი
მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ,
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
internet.ge