„ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის
ლოკალიზებულია. აალება ყველა სართულზე ერთდროულად მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია რა
გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი შენობაში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.
სამაშველო სამსახურში შეტყობინება 16:56 წუთზე შევიდა.
internet.ge