დავით
ბლიაძე, რომელიც უკრაინის მმართველი რეგიონების პარტიიდან რადას დეპუტატია, გაზეთ
„როვენსკოვსკიე ვესტის“ ჟურნალისტებს თავის მოჭრით დაემუქრა. ბლიაძე, როგორც გამოცემა იუწყება, ქალაქ როვენკას ცენტრალური ბაზრის დირექტორიც
არის.
ჟურნალისტებს
მისგან აინტერესებდათ, რატომ შემცირდა ბაზარში რძის პროდუქტების დახლები.
საუბარი
ბაზრის დირექტორ დეპუტატთან მისსავე კაბინეტში შედგა, რომელსაც ოპერატორი იღებდა.
როდესაც
კითხვა მოისმინა, ბლიაძე გაღიზიანდა და ჟურნალისტისგან პასუხი მოითხოვა, - ვინ
მიაგზავნა ჟურნალისტები მასთან. ხოლო როცა აუხსნეს, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესია, ყვირილზე
გადავიდა და გარკვევა დაიწყო, საერთოდაც, ვინ იყვნენ მის კაბინეტში შესული
ადამიანები.
როდესაც
ბლიაძეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, ის მუქარაზე გადავიდა:
„მერე
რა, რომ ჟურნალისტი ხარ?.. ფსიქიურ ავადმყოფს, რომელიც იქ გიზით, თავს მოვაჭრი...
დამთავრებულია მისი საქმე“ - ყვიროდა დეპუტატი, რომელმაც მედიის წარმომადგენლები
კაბინეტიდან გინებით გაისტუმრა.
გაზეთის
კორესპონდენტს დავით ბლიაძესთან საუბრის შემდეგ ნერვული შეტევა დაემართა და ის
ქალაქის საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.
ქალაქ
როვენკას მილიცია კი ახლა ჟურნალისტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მოკვლევას
ატარებს.
Internet.ge