იულია
ტიმოშენკო საავადმყოფოში თავისი პალატის შესასვლელში ბეტონზე დაწვა და ასეთ
მდგომარეობაში ყოფნას აპირებს მანამ, ვიდრე მასთან ხანმოკლე პაემანზე არ დაუშვებენ
ადამიანებს, რომლებთანაც შეხვედრას ყოფილი პრემიერი მოითხოვს.
უკრაინის
ექს-პრემიერის თანაპარტიელი სერგეი ვლასენკო აცხადებს, რომ ტიმოშენკო ოპოზიციის
ლიდერებთან - ალექსანდრ ტურჩინოვთან, არსენ იაცენიუკთან და გრიგორია ნემირიუსთან
შეხვედრას ითხოვს, რის ნებართვასაც, ჯერჯერობით არ აძლევენ.
Internet.ge