ივანიშვილის პირადი მცველი ბესო სურმავა ფარული ჩანაწერების ახალ
სერიას ავრცელებს.
ერთ-ერთ ჩანაწერში ირაკლი გელბახიანი კახა ბექაურსა და ირაკლი
ტრიპოლსკიზე საუბრობს.
გელბახიანი მათ დასცინის და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ასევე ვრცელდება სამი ჩანაწერი, სადაც გელბახიანი ზაქარია ქუცნაშვილზე, გია ხუხაშვილზე, თინა ხიდაშელზე, ცოტნე ბაკურიასა და თედო
ჯაფარიძეზე საუბრობს.
ჩანაწერებში ღარიბაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს მათ და
ამბობს, რომ კოალიციაში ყოფნის დროს, ხიდაშელს, ბაკურიასა და ჯაფარიძეს არაფერი გაუკეთებიათ.
Internet.ge