ბესო სურმავას მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში გუბაზ
სანიკიძე ნოდარ ხადურის შესახებ საუბრობს.
სანიკიძე ხადურს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. „ფულის პრობლემა
არის იქ? თეთრი ფულის პრობლემაა თუ შავის“,- ინტერესდება სანიკიძე ახლობელთან
საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა,
„ქართული ოცნების“ წევრების ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. მისი
თქმით, ჩაწერებს ივანიშვილის დავალებით აკეთებდა.
internet.ge