GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიმართა
12:26 29.09.2012
დღის სიახლეები

ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოში მოღვაწე 80 მკვლევარი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ. სტუმრები გაეცნენ სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განხორციელებულ სიახლეებსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე კვლევით საქმიანობას.  

ფორუმის მიზანი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს ახალი კონკურსებიც, რომელთა იდეა ორი წლის წინ გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა.  

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დეპუტატმა ინვალიდ ბავშვს სცემა1
ბათუმში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიმართა2
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლება3
მეცნიერებმა ახალი პლანეტა აღმოაჩნეს4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X