არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები ჩამოდიან. არჩევნების მიმდინარეობას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ერთად,
NDI-ც დააკვირდება. თბილისში ჩამოვა ასევე IRI-ს სადამკვირვებლო მისია.
დამკვირვებლები
საზოგადოებას
საარჩევნო
პროცესში ფართო ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
დელეგაციის
წევრების განცხადებით, საერთაშორისო დასკვნა თავად არჩევნების პროცესისა და გრძელვადიანი დამკვირვებლების
წინასაარჩევნო
გარემოს ანალიზს დაეყრდნობა. არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა
და სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების ნაწილი უკვე დედაქალაქში იმყოფება.
Internet.ge