GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი: 30 სექტემბერს გალის რაიონში დივერსიები იგეგმება
12:58 29.09.2012
დღის სიახლეები

მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 30 სექტემბერს, როცა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ქართული სპეცსამსახურები გალის რაიონში დივერსიებს გეგმავენ.

ამის შესახებ ოსური სააგენტო „რეს“ ცხინვალის რეგიონის სპეცსამსახურებზე  დაყრდნობით იუწყება.

„ამ მიზნით მზადდება 15 ადამიანისგან დაკომპლექტებული 3 ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელები არიან - ამირან კვარაცხელია, ბაკურ ბუმეცკერია და დიმიტრი ბოიკო“ - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

მისი ცნობით, აფეთქებები უნდა მოხდეს მასობრივი სეირნობის ადგილებში, ასევე დივერსანტები დაცხრილავენ აფხაზეთში რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილებას.

„და როგორც არაერთხელ მომხდარა, პასუხისმგებლობას ამ ტერაქტებზე ქართული მხარე აფხაზეთის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს დააკისრებს“ - უთხრა „ოსინფორმს“ წყარომ.

როგორც ცნობილია, სეპარატისტული რეჟიმები საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მათ ვითარების რეალური მონიტორინგი შეძლონ და მათი განცხადებების გადამოწმება მოახერხონ. ამ ფონზე კი სისტემატურად ისმის სეპარატისტთა ბრალდებები, საერთაშორისო მისიებისგან  უკონტროლო ზონაში, თითქოსდა, ქართველი დივერსანტების მოქმედების შესახებ.

ცოტა ხნის წინ კი განგაში ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს, თითქოსდა, სამხედრო ძალებისა და ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს.

ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო მისიამ ქართულ მხარეზე საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა. სამაგიეროდ, დააფიქსირა, რომ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდას, რის გამოც მისიამ დაჟინებით მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ  ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ორივე მხარის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს.

გამორიცხული არაა, 30 სექტემბრისთვის, პროვოკაციებისთვის, თავად სეპარატისტები ემზადებოდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქსნის დაწესებულებაში პატიმრებმა ამანათების მიღებაზე თანხმობა განაცახადეს1
მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო2
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს3
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X