თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან
15:42 29.09.2012
|
დღის სიახლეები
|
"ქართული ოცნების" მახრდამჭერები თბილისსა და ქუთაისში იკრიბებიან. აქცია ორივე ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება.
თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის 10 ათასამდე მხარდამჭერია შეკრებილი, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კი 5 ათასი ადამიანია, თუმცა მხარდამჭერები აქციას კიდევ უერთდებიან.
წინასაარჩევნო პერიოდის მიწურულს აქცია გამართა მმართველმა პარტიამაც. 28 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ სტადიონზე, რომელზეც 65 ათასი ადამიანი ეტევა, მმართველი გუნდის ლიდერებმა მხარდამჭერებს მიმართეს, თბილისის ეროვნული სტადიონი სავსე იყო.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|