"ლიბერთი ბანკის" ცენტრალურ ფილიალში გუშინ გაჩენილი ხანძრის
შედეგად შენობის დაზიანებული ნაწილის
აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
როგორც
ბანკის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Liberty Tower მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო კომპანია
"Chartis Group"-შია დაზღვეული,
რომელიც ამერიკასა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 70 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ბანკის სათაო ოფისში ხანძარი
გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, რის შედეგადაც ოფისის ნაწილი დაზიანდა. ორი
ადამიანი კი დაშავდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
Internet.ge