ბიძინა ივანიშვილი: მოუცლელობა გამართლება არ იქნება, რეგიონებში წადით და არჩევანი გააკეთეთ
„ჩვენ პირველ ოქტომბრამდე თანამებრძოლები ვართ“,- აღნიშნული
განცხადება თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას კოალცია „ქართული ოცნების“
ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან
მიუსვლელობა გაუმართლებელია.
„ის ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ ჩაწერილები
არიან რეგიონებში წადით და არჩევანი გააკეთეთ. შემოხაზეთ 41, მხოლოდ ქართულ
ოცნების მიეცით ხმა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი მაჟორიტარობის კანდიდატებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ
მის გუნდში ბევრი სახელოვანი ადამიანია.
„არჩევნებზე მნიშვნელოვანია ხმა მაჟორიტარ კანდიდატებს მივცეთ,
შეხედეთ რას უწუნებთ ამ ადამიანებს, შეხედვა გაგიხარდება ისეთები არიან, ყველა
მათგანი ღირსეული ადამიანია“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებულია,
უბრალოდ 1-ელ ოქტომბერს ეს გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდება.
internet.ge