კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი
ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისინი ისეთ ქვეყანას ააშენებენ, სადაც მედია
დამოუკიდბელი, ბიზნესი ხელშეუხებელი და სასამართლო სამართლიანი იქნება.
როგორც დღეს გამართულ აქციაზე ივანიშვილმა განაცხადა, საქართველო
თავისუფალი, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდება.
ივანიშვილის თქმით, ქართველი ხალხი აისრულებს ქართულ ოცნებას და
ქვეყანა წინ წავა. „ბრძოლა უკვე მოგებულია, მარტო გაფორმება დაგვრჩა, ვგრძნობთ იმ
სურნელს რასაც თავისუფლება ჰქვია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა მადლობა გადაუხადა კოალიციის წევრებს, მხარდამჭერს,
განსაკუთრებით მათ ვინც ციხეებში იმყოფებიან და მათ ოჯახებს მოუბოდიშა. „ მალე
მოვალთ და დავუბრუნებთ მათ ღირსებას“,- დასძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ასევე,
მადლობა უთხრა საკუთარ ოჯახს მხადაჭერისა და გვერდით დგომისთვის. განსაკუთრებული
მადლობა ერგო უტა ივანიშვილს, რომელმაც მისი განცხადებით ძალიან დიდი როლი
შეასრულა მამის პოლიტიკაში მოსვლაში.
რაც შეეხება მეუღლეს - ეკა ხვედელიძეს, ივანიშვილმა განაცხადა რომ ის
ჭეშმარიტ მეორე ნახევარს წარმოადგენს.
Internet.ge