კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
პირველი ოქტომბრის ღამე ჭეშმარიტი ოცნებების ღამე იქნება და ქვეყანა გაიმარჯვებს.
ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს და გამარჯვება
ყველამ ერთად იზეიმოს.
„არასდროს ასე ერთად საზოგადოება არ დამდგარა და ეს დიდი ნიშანია.
უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის აღორძინება, მე და ჩემი გუნდი ერთად გპირდებით, რომ
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ღირსეულ ქვეყანას ავაშენებთ. პირველი
ოქტომბრისთვის არ გადაიღალოთ, პახმელიაზე არ იყოთ და არჩევნებზე მისვლა არ დაგეზაროთ, ყველა მოდით არჩევნებზე“,-
მიმართა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას აქციის დასასრულს.
თავისუფლების მოედანზე გამართული „ქართული ოცნების“ აქცია
მრავალჟამიერით დასრულდა.
internet.ge